ავტორი:მიხეილ გოგატიშვილი
გამოცემის წელი:2003
გვერდების რაოდენობა, ფორმატი:264, A5
© ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
მოკლე აღწერა:წიგნში განხილულია პოლიტიკური მეცნიერების ისეთი ბაზისური კატეგორიები, როგორიცაა ხელისუფლება და მისიმიმართება პოლიტიკურ თეორიასთან. წიგნი შედგება 11 თავისგან და თითოეული მათგანი, თავის მხრივ, ქვეთემებისგან შედგება. ძირითადი თემებია: პოლიტიკური ხელისუფლების სპეციფიკა, პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის სპეციფიკა, XX საუკუნის ძირითადი პოლიტიკური დისკურსები, არარეპრესიული დისკურსები – ტოტალიტარიზმის კრიტიკა, პოლიტიკური ხელისუფლებისა და თეორიის პრობლემა XX საუკუნის დასავლურ ფილოსოფიაში – არარეპრესიული დისკურსების წარმოშობა, წინაპოსტმოდერნისტული სიტუაცია და პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის პრობლემები, ანტირეპრესიული დისკურსები, პოლიტიკური ხელისუფლების რეპრესიული დისკურსის უარყოფა, პოლიტიკური თეორიის გაუცხოების პრობლემა, პოლიტიკური ხელისუფლების თეორია და საწყისებთან დაბრუნება.