მარგერიტა გობატ

მარი სკლოდოვსკა კიურის სახელობის მკვლევარი

ელ-ფოსტა: m.gobbat@css.ge

ბიოგრაფია: მარგერიტა გობატი, მუშაობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში დამწყები მკვლევარის პოზიციაზე მარი სკლოდოვსკა კიურის აქტივობების ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში “ბაზრები”. მარგერიტამ ბაკალავრის ხარისხი მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებებში პადუას უნივერსიტეტიდან, ხოლო მაგისტრი ხარისხი საერთაშორისო შედარებით ურთიერთობებში კაფოსკარის უნივერსიტეტიდან, ვენეცია. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში მას ჰქონდა შესაძლებლობა ესწავლა კაუნასში (ლიეტუვა), სანკტ პეტერბურგში, კიშინიოვსა და თბილისში. ასევე, მარგერიტამ მონაწილეობა მიიღო ევროპული სოლიდარობის კორპუსის პროექტში სუმიში, უკრაინი. ამჟამად, ის იკვლევს არაფორმალურ ეკონომიკასა და სოციალური ნორმების ფორმირების საკითხებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.