ელექტრონული ლექსიკონი-ცნობარი

ელექტრონილი ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში შემუშავდა CSS-ის მიერ 2014-2016 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ეს არის რიგით მეორე ქართულენოვანი ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში, რომელიც ცენტრის მიერ შეიქმნა. იგი მიზნად ისახავდა ცენტრის მიერ 2004 წელს გამოცემულ „სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარის” შევსებას, კერძოდ კი, იმ სფეროების დაფარვას, რომელიც წინა ბეჭდურ ვერსიაში ვერ მოხვდა.

ამ ეტაპზე ელექტრონულ ლექსიკონში შევიდა 1203 ტერმინი, აქედან 500 ტერმინი არის ფსიქოლოგიის დარგში, 300 – გენდერსა და ფემინისტურ თეორიებში, 201 ტერმინი – საჯარო პოლიტიკასა და საჯარო მმართველობაში, და 202 ტერმინი – გამოყენებით სტატისტიკაში. მომავალში იგეგმება, 2004 წლის გამოცემის დიგიტალიზაცია, და სოციალურ მეცნიერებათა ერთიანი ელექტრონული ლექსიკონის შექმნა.

ლექსიკონი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.dictionary.css.ge