დიანა ლეჟავა

ადმინისტრაციული დირექტორი

ელ-ფოსტა: d.lezhava@css.ge

ბიოგრაფია: დიანა ლეჟავა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს შემოუერთდა 2010 წელს სტუდენტების დეკანის/დირექტორის ასისტენტის რანგში და მას შემდეგ იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს. 2014 წლიდან არის ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი და განათლებისა და განვითარების პროგრამის მკვლევარი. მას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება პროექტის მართვის, ორგანიზაციული მართვისა და ფინანსური ადმინისტრირების მიმართულებით. ასევე, ჩართულია ცენტრი კვლევით პროექტებში, რომლებიც ეხება განათლებისა და დასაქმების ბაზრის საკითხებს და არის შესაბამისი პუბლიკაციების ავტორი/თანაავტორი. მისი სადოქტორო დისერტაციის ფარგლებში დიანა მუშაობს საქართველოსა და ესტონეთის უმაღლესი განათლების სისტემებისა და დასაქმების ბაზარზე მათი გავლენის საკითხებზე. 2018 წლიდან დიანა არის ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურული აღმასრულებელი სააგენტოს უმაღლესი განათლების ექსპერტი. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: უმაღლესი განათლების პოლიტიკა და მენეჯმენტი, არაფორმალური პრაქტიკები განათლების სისტემაში, უმაღლესი განათლება და დასაქმების ბაზარი.