მაკო (მანანა) მიქაბერიძე

საბჭოს თავმჯდომარე

ელ-ფოსტა: m.mikaberidze@css.ge

ბიოგრაფია: მანანა მიქაბერიძე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2004 წლიდან. 2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა “ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” და მიიღო სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 1996-1997 წლებში თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ TACIS-ის საჯარო ადმინისტრირების კოლეჯში გაიარა ზოგადი და ფინანსური მენეჯმენტის კურსი;  1995 წ. დაამთავრა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი იმუნოლოგიის სპეციალიზაციით. 1998 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოში” სხვადასხვა პროგრამებში: ადმინისტრაციულ ოფისში, უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორად (1999-2001), სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორად (2001-2003), მთარგმნელობითი და საგამომცემლო პროგრამის კოორდინატორად (2002-2004), გრანტების ადმინისტრატორად (2003 ოქტ – 2004 მაისი). 2004 წლის მაისიდან მან დაიწყო მუშაობა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში კოორდინატორად და ორგანიზებას უწევდა ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებს (საერთაშორისო კონფერენციები, სემინარები, გამოცემები, მთარგმნელობითი პროექტები და სხვ.), უძღვებოდა ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ თსუ-ს ინტერდისციპლინური სამაგისტრო მოდულების სტუდენტთა გაერთიანებული სამსახურის ოფისს. 2008 წლიდან იგი დანიშნულ იქნა ცენტრის ადმინისტრაციულ დირექტორად. 2010-2011 წლებში ის აგრეთვე ასრულებდა ცენტრის დოქტორანტურის ტრენინგის ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას და კოორდინირებას უწევდა ცენტრის ხელშეწყობით განვითარებული, თსუ-ს საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებსა (საერთაშორისო ურთიერთობებისა და გენდერის კვლევის) და თსუ-ს დოქტორანტებისათვის კვლევის მეთოდების მოდულს. 2013 წლის აპრილიდან ის არის ცენტრის პროექტის “სადოქტორო პროგრამები ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე” დირექტორი; პროექტი დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდების უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის (OSF HESP) მიერ. 2013-2014 წლებში მაკო იყო სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. 2015 წლიდან მაკო არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე. მაკო კვლავაც თანამშრომლობს ცენტრთან განათლებისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში ასოცირებული მკვლევარის სახით. 2021 წელს მაკო მიქაბერიძე არჩეულ იქნა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის საბჭოს თავმჯდომარედ.