ელენე ჯაფარიძე

მკვლევარი

ელ-ფოსტა:e.japaridze@css.ge

გენდერის კვლევის დოქტორი

ბიოგრაფია:ელენე თანამშრომლობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2010 წლიდან. 2014 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ნარკოდამოკიდებულების კვლევა საქართველოში გენდერისპერსპექტივიდან“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღო გენდერის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ელენე ასევე ფლობს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური ფსიქოლოგიის ბაკალავრი ხარისხს.

ბაკალავრიატის დროს იგი სწავლობდა საარბრიუკენის უნივერსიტეტში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სადაც გაიარა სხვადასხვა ტრეინინგი თვისებრივი კვლევების მეთოდებში. გერმანიიდან დაბრუნებისთანავე დაიწყო მუშაობა კვლევით ორგანიზაციაში ACT.
მაგისტრატურაში სწავლის დროს ელენე ახორციელებდა სხვადასხვა სოციალურ კვლევებს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელობით.

2010-2011 წლებში მუშაობდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC), ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის ფარგლებში და გეგმავდა და ახორცილებდა სხვადსხვა კვლევით პროექტებს.

2012 წლიდან არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის გენდერული თანასწორობის პროგრამის მკვლევარი.