ბიბლიოთეკა

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკა პროფესორ ედუარდ კოდუას სახელს ატარებს და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისთვისაა გამიზნული. ამჟამად ბიბლიოთეკაში დაახლოებით 6000 ტომია, რომელთა უმრავლესობა მონოგრაფიაა. წიგნების უმრავლესობა ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ქართულ ენებზეა.

ბიბლიოთეკაში წიგნები შემდეგ კატეგორიებადაა დალაგებული:

  • ფილოსოფია და რელიგია
  • ისტორია
  • პოლიტიკური მეცნიერება
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ფსიქოლოგია
  • სოციოლოგია
  • გენდერი
  • სასწავლო მასალები – რიდერები სასწავლო კურსებისა და სემინარების მიხედვით
  • ლექსიკონები
  • აკადემიური წერის მასალები
  • კვლევის მეთოდების მასალები

ბიბლიოთეკის მოხმარების წესები:

თაროების თითოეულ სვეტში აწყვია გარკვეული კატეგორიის წიგნები (მაგ. პოლიტიკური მეცნიერება), რომლებიც, თავის მხრივ, დაჯგუფებულია ენის მიხედვით, ხოლო ენობრივ ჯგუფებში წიგნები ავტორის გვარების ანბანური რიგითაა დალაგებული. თითოეულ წიგნს აქვს თავისი კოდი, რომელზეც მინიშნებულია წიგნის კატეგორიის პირველი სამი ასო, შემდეგ წიგნის ავტორის გვარის პირველი სამი ასო და წიგნის სახელწოდების პირველი სამი ასო. თუ ბიბლიოთეკაში წიგნის ერთზე მეტი ეგზემპლარია, კოდის ბოლოს მითითებულია ეგზემპლარის ნომერიც. ბიბლიოთეკის ყველა წიგნი შესულია ელექტრონულ კატალოგში, რომელიც აღჭურვილია ავტომატური ძიების სისტემით. წიგნების გატანა ბიბლიოთეკიდან აკრძალულია.

ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 17:00 საათამდე.

იხილეთ კატალოგი