კატეგორიის არქივი: წიგნები

მედიატიზებული დისკურსები ევროპეიზაციის შესახებ და მათი რეპრეზენტაცია საზოგადოებრივ განწყობებში

მედიატიზებული დისკურსები ევროპეიზაციის შესახებ და მათი რეპრეზენტაცია საზოგადოებრივ განწყობებში” 4-წლიანი კვლევითი პროექტის (2021-2024) შედეგია, რომელიც ევროკავშირის ჰორიზონტი 2020 პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. წიგნი განიხილავს პოლიტიკისების, მედიის და მოსახლეობის დისკურსებს ევროპეიზაციის შესახებ შვიდ სამიზნე ქვეყანაში: ბელგია, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, პორტუგალია, უნგრეთი და საქართველო. კვლევა მეთოდოლოგიურ ტრიანგულაციას ეფუძნება: პოპულარული მედიასაშუალებების კონტენტანალიზსა და დისკურსის ანალიზს, პოლიტიკოსებთან და მედიის წარმომადგენლებთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს და მოსახლეობის მასობრივ გამოკითხვებს. წიგნის რედაქტორები არიან: ლია წულაძე, ტეტიანა ლოკოტი და სონია ბოულუსი.

კულტურის სოციოლოგია – როგორ გვანიჭებს საზრისს კულტურა

გამოქვეყნდა სახელმძღვანელო “კულტურის სოციოლოგია”


ავტორი: ლია წულაძე

რეცენზენტები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები – ამირან ბერძენიშვილი, აკაკი ყულიჯანიშვილი, მარინე ჩიტაშვილი.

© ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2023

ISBN 978-9941-36-148-7 (pdf)

წიგნის ჩამოტვირთვა

სოციოლოგიური კვლევის რაოდენობრივი მეთოდები

ავტორი: ლია წულაძე

სამეცნიერო რედაქტორი: ნინო ჯავახიშვილი, ფსიქოლოგიის პროფესორი, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

© ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2023

ISBN 978-9941-36-077-0 (pdf)

ჩამოტვირთვა

უმაღლესი განათლება საქართველოში და კურსდამთავრებულთა კომპეტენციების თვითშეფასება

ავტორები: მარიამ ამაშუკელი, დიანა ლეჟავა და მარინე ჩიტაშვილი

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: FR 18-13966].

პუბლიკაცია დამტკიცებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დარგობრივი სარედაქციო/საგამომცემლო საბჭოს მიერ.

© სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2022
გამომცემლობა „ნეკერი“, 2022

ISBN 978-9941-501-17-3

ჩამოტვირთვა

ვიზალიბერალიზაციის შემდგომი დისკურსები საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ

ავტორები: ლია წულაძე, ფლორა ესებუა, ირინე ოსეფაშვილი

სამეცნიერო კონსულტანტი: ატილა მელეგი, კორვინუსის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოციოლოგიის და დემოგრაფიის მიმართულებით.

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: #FR17_91].

დაწვრილებით