კატეგორიის არქივი: სიახლეები

CSS-ის მიმართვა გიორგი ხელაშვილს

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მიმართავს მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს, ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობაშიც, წლების მანძილზე, თავად დიდი წვლილი შეიტანა!

ბოლონიის გამოწვევები: მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში

პროექტი სახელწოდებით “ბოლონიის გამოწვევები: მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში” სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა განახორციელა 2019-2022 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტის კოდი: FR 18-13966). კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში უმაღლეს განათლებასა და დასაქმების ბაზარს შორის კავშირების შესწავლას ერთი მხრივ, იმის გააზრებით, თუ რამდენად ასახავს უმაღლესი განათლების პოლიტიკა ეროვნული შრომის ბაზარზე  არსებულ გამოწვევებს. მეორე მხრივ, ვაანალიზებთ, თუ როგორია თავად უნივერსიტეტის ბენეფიციართა – კურსდამთავრებულთა მიერ მიღებული ცოდნის/კომპეტენციებისა და ზოგადად განათლების ხარისხის შეფასება.

დაწვრილებით

უმაღლესი განათლება საქართველოში და კურსდამთავრებულთა კომპეტენციების თვითშეფასება

ავტორები: მარიამ ამაშუკელი, დიანა ლეჟავა და მარინე ჩიტაშვილი

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: FR 18-13966].

პუბლიკაცია დამტკიცებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დარგობრივი სარედაქციო/საგამომცემლო საბჭოს მიერ.

© სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2022
გამომცემლობა „ნეკერი“, 2022

ISBN 978-9941-501-17-3

ჩამოტვირთვა

საერთაშორისო სადოქტორო განათლების გამოცდილება: გაკვეთილები და დასკვნები ქართული სადოქტორო განათლების კონტექსტში

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი გიწვევთ ვებინარების სერიაში „სადოქტორო განათლება საქართველოში“ მონაწილეობის მისაღებად. წარმოგიდგენთ მეორე ვებინარს:

საერთაშორისო სადოქტორო განათლების გამოცდილება: გაკვეთილები და დასკვნები ქართული სადოქტორო განათლების კონტექსტში“

თათია ჩიხლაძე
ასოცირებული პროფესორი
ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში

30 ნოემბერი, 16:00 სთ

დაწვრილებით

სტუდენტური კონფერენცია „საქართველო და ნატო – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები”

ორგანიზატორი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
კონფერენციის თარიღი: 2020 წლის 23-24 დეკემბერი
კონფერენციის ენა: ქართული
ადგილი: კონფერენცია ჩატარდება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის საშუალებით. დასწრების მსურველებმა თვალი ადევნეთ ცენტრის ფეისბუქის გვერდს ლაივ ჩართვისთვის.
კონფერენცია ტარდება ნატოს სახალხო დიპლომატიის პროგრამის მხარდაჭერით

2020 წლის 23-24 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მართავს სტუდენტურ კონფერენციას “საქართველო და ნატო – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები,”  რომელიც ტარდება პროექტის „საქართველოს ახალგაზრდა ქალები ნატოსთვის“ ფარგლებში ნატოს სახალხო დიპლომატიის პროგრამის დაფინანსებით. პროექტის მიზანია, საქართველოს ახალგაზრდა ქალების ჩართულობის გაძლიერება ნატოს როლის შესახებ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში წარმოებულ დისკუსიებში.

დაწვრილებით