დღის არქივი: ივნისი 13, 2022

ბოლონიის გამოწვევები: მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში

პროექტი სახელწოდებით “ბოლონიის გამოწვევები: მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში” სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა განახორციელა 2019-2022 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტის კოდი: FR 18-13966). კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში უმაღლეს განათლებასა და დასაქმების ბაზარს შორის კავშირების შესწავლას ერთი მხრივ, იმის გააზრებით, თუ რამდენად ასახავს უმაღლესი განათლების პოლიტიკა ეროვნული შრომის ბაზარზე  არსებულ გამოწვევებს. მეორე მხრივ, ვაანალიზებთ, თუ როგორია თავად უნივერსიტეტის ბენეფიციართა – კურსდამთავრებულთა მიერ მიღებული ცოდნის/კომპეტენციებისა და ზოგადად განათლების ხარისხის შეფასება.

დაწვრილებით

უმაღლესი განათლება საქართველოში და კურსდამთავრებულთა კომპეტენციების თვითშეფასება

ავტორები: მარიამ ამაშუკელი, დიანა ლეჟავა და მარინე ჩიტაშვილი

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: FR 18-13966].

პუბლიკაცია დამტკიცებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დარგობრივი სარედაქციო/საგამომცემლო საბჭოს მიერ.

© სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2022
გამომცემლობა „ნეკერი“, 2022

ISBN 978-9941-501-17-3

ჩამოტვირთვა