პროექტი სახელწოდებით “ბოლონიის გამოწვევები: მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში” სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა განახორციელა 2019-2022 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტის კოდი: FR 18-13966). კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში უმაღლეს განათლებასა და დასაქმების ბაზარს შორის კავშირების შესწავლას ერთი მხრივ, იმის გააზრებით, თუ რამდენად ასახავს უმაღლესი განათლების პოლიტიკა ეროვნული შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს. მეორე მხრივ, ვაანალიზებთ, თუ როგორია თავად უნივერსიტეტის ბენეფიციართა – კურსდამთავრებულთა მიერ მიღებული ცოდნის/კომპეტენციებისა და ზოგადად განათლების ხარისხის შეფასება.
პროექტის ფარგლებში მომზადდა შემდეგი:
- აკადემიური სტატია, რომელიც გამოქვეყნდა Scopus-ის მონაცემთა ბაზებში ინდექსირებულ აკადემიურ ჟურნალში TalTech Journal of European Studies. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://sciendo.com/article/10.1515/bjes-2020-0016
- კვლევის შედეგების ამსახველი პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ხელმისაწვდომის ბმულებზე: http://css.ge/?p=1670; http://css.ge/?p=1675&lang=ka
- ინფოგრაფიკების სერია
- ბლოგები უმაღლესი განათლების გარშემო. ხელმისაწვდომია ბმულზე: http://css.ge/?cat=65&lang=ka
- რაოდენობრივ მონაცემთა ბაზა,* რომლის ჩამოტვირთვა შესაბამისი კითხვარით შესაძლებელი შემდეგ ბმულებზე:
მონაცემთა ბაზა SPSS Statistics
*მონაცემთა ბაზა მოამზადა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დაკვეთით