ცენტრის მისია

ცენტრის მისიაა მონაცემებზე დაფუძნებული, აკადემიური და გამოყენებითი კვლევის განვითარება სოციალურ მეცნიერებებში საქართველოში.

ცენტრის მიზნებია:

  • უზრუნველყოს სოციალურ მეცნიერებებში ფაქტებზე დაფუძნებული ინოვაციური და თანმიმდევრული კვლევების განხორციელება და ანალიზი საქართველოში; 
  • უზრუნველყოს კვლევის სანდო შედეგების მიღება, რომელიც საქართველოს მდგრად ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებას ემსახურება; 
  • ქართული სოციალური მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია და ინტეგრაცია სოციალურ მეცნიერებათა გლობალურ ქსელში.