საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პროგრამა აწარმოებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ანალიტიკურ კვლევას საერთაშორისო საკითხების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოზე; მიმართულება ასევე იკვლევს საქართველოს დამოკიდებულებასა და პოლიტიკას აღნიშნული საკითხებისადმი. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების შესახებ საჯარო დებატების არსებობას საქართველოში.

პროგრამას აქვს ოთხი ძირითადი კვლევითი მიმართულება. პირველი მიმართულება მოიცავს კავკასიის რეგიონს შემდეგი საკითხების მიხედვით:

  • სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შიდა პოლიტიკა და საგარეო ურთიერთობები მეზობლებთან
  • საქართველოსა და მის მეზობლებს შორის ბილატერალური ურთიერთობები
  • მთიანი ყარაბახის კონფლიქტი და მისი გავლენა საქართველოზე
  • გარდამავალი პერიოდის პრობლემატიკა და რისკები რეგიონში
  • რეგიონალური თანამშრომლობის პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში

პროგრამის მეორე მიმართულება მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • სტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში
  • ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს უსაფრთხოება
  • რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ტრენდები
  • რუსეთს პოლიტიკის განვითარება საქართველოს მიმართ
  • საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივები

პროგრამის შემდეგი მიმართულება მოიცავს ევროპას:

  • საქართველო ევროპული მეზობლობის პოლიტიკის ფარგლებში და აღმოსავლეთ პარტნიორობა
  • პოლიტიკური ეკონომიკა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში (ვაჭრობა და ინვესტირება)
  • ევროკავშირის გაფართოება და საქართველო
  • საქართველო და ევროპის ენერგო-უსაფრთხოება
  • საქართველო-ნატოს ურთიერთობები

პროგრამის მეოთხე მიმართულება მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ
  • კონგრესის როლი აშშ-ს პოლიტიკაში საქართველოს მიმართ
  • აშშ-ს ჩართულობა საქართველოს ეკონომიკაში
  • აშშ-ს დახმარება საქართველოს მიმართ, აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობების ჩათლით
  • პროგრამის ხელმძღვანელია ნილ მაკფარლეინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.