გამოყენებითი სოციალური კვლევები

პროგრამის მიზანია მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური კვლევის გამოყენება სოციალური, კულტურული და პოლიტიკური პროცესებისა და ცვლილებების შესასწავლად, რომლებსაც ადგილი აქვს თანამედროვე ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. ამ მიზნით ვიყენებთ როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგიას. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ტრიანგულაცია არის ყველაზე ეფექტური მეთოდი ჩვენი საზოგადოების შესახებ ამომწურავი მონაცემების შესაგროვებლად.

ჩვენი კვლევა მიმართულია პოლიტიკასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხებისკენ: სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია, კულტურული ღირებულებების ცვლილება, განათლება და განვითარება, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების საკითხები, მედია, ა.შ. თუმცა, კვლევა არ იზღუდება ზემოთაღნიშნული სფეროებით. გამოყენებითი სოციალური კვლევების პროგრამა გამიზნულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სხვა პროგრამების მიერ ჩატარებული კვლევების ემპირიული მონაცემებით მომარაგებისთვის.

ჩვენი პრიორიტეტია ვიქცეთ საერთაშორისო კვლევითი ქსელების ნაწილად და მონაწილეობა მივიღოთ ლონგიტუდურ კროს-კულტურულ კვლევებში.