გენდერული თანასწორობა

პროგრამა მიზნად ისახავს მონაცემებზე დაფუძნებული აკადემიური და გამოყენებითი კვლევების საფუძველზე შეისწავლოს გენდერული თანასწორობის საკითხი საქართველოში. მოახდინოს მისი ანალიზი და შეიმუშავოს გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური განვითარებისა და განმტკიცებისათვის აუცილებელი პოლიტიკის მოდელები.

ცენტრი რამდენიმე მიმართულებით იკვლევს გენდერულ თანასწორობას. ერთი მხრივ, შევისწავლით იმ პროცესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ინსტიტუციონალურ და საზოგადოებრივ დონეზე და მეორე მხრივ, ვახდენთ იმ პრობლემების იდენტიფიკაციას, რომელიც ხელს უშლის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას ქვეყანაში.

ჩვენი კვლევის ინტერესები მოიცავს: გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის განწყობების გამოვლენას, ქვეყანაში არსებული გენდერული პოლიტიკის შეფასებას, გენდერული თანასწორობის სხვადასხვა ასპექტების სიღრმისეულ შესწავლასა და რეკომენდაციების შემუშავებას, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობების ანალიზს, საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობების შედარებით კვლევას.

გენდერული თანასწორობის პროგრამის ამოცანაა საფუძველი ჩაუყაროს საქართველოში გენდერული თანასწორუფლებიანობის მიმართულებით სოციალურ მეცნიერებაში ქალთა საკითხის აქტუალიზაციას. გენდერული თანასწორობის მიმართულების ჯგუფის მიერ შესრულებული კვლევები იქნება ხელმისაწვდომი დარგის სპეციალისტებისათვის, ექსპერტებისთვის, პოლიტიკური წრეებისა და ფართო საზოგადოებისათვის.