უმცროსი მკვლევარი
ელ-ფოსტა: l.javakhishvili@css.ge
ბიოგრაფია: ლელა ჯავახიშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2018 წლის ოქტომბრიდან თანამშრომლობს. ლელას აქვს კვლევით პროექტებში მონაწილეობის ოთხ წლიანი გამოცდილება. მათგან აღსანიშნავია, კვლევის ასისტენტობა ექსპერიმენტული მიდგომის გამოყენებისას World Vision Georgia-სა და მედია მონიტორინგის ასისტენტობა Heinrich Boell Foundation-ის პროექტში. ამავდროულად, ლელას აქვს გამოცდილება ინტერვიუსა და ფოკუს-ჯგუფის ჩატარებაში. ამ კუთხით, ის მუშაობდა ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა: IPM, Green Box, ISSA, DVV International, Education and Research Association of Politics, We Research, თსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი და იუსტიციის სახლის კვლევითი დეპარტამენტი. ლელას პუბლიკაციები მოიცავს კვლევით ნაშრომს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ ქალთა საჭიროებების შესახებ, რომელიც შესრულებულია ქართველ მუსლიმთა კავშირთან და TDI-სთან პარტნიორობით, ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რომელიც რუსთავის მერიის დაკვეთით ჩატარდა. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულებაზე. 2020 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში, თსუ. ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის და მედიის სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.