მარიამ ამაშუკელი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კულტურისა და მედიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. ის აფილირებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2012 წლიდან, მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ თორმეტზე მეტ კვლევით პროექტში და არის ათამდე პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი. ამჟამად, მისი კვლევითი საქმიანობა, ძირითადად, დაკავშiრებულია ისეთ საკითხებთან, როგორიც არის უმაღლესი განათლება და შრომის ბაზარი, ადამიანური კაპიტალი, და ცოდნის ეკონომიკა. წლების განმავლობაში მას ასევე უმუშავია გენდერის კვლევების მიმართულებით, ევროპეიზაციისა და ექსტრემიზმის საკითხებზე.