საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა: საერთაშორისო შეფასებები

ლელა რეხვიაშვილი, ივნისი 2012


2003 წლის ვარდების რევოლუციამ საქართველოში თავისუფლების, დემოკრატიის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების იმედი გააღვიძა. საერთაშორისო დამკვირვებლები მხარდაჭერას უცხადებდნენ დემოკრატიის მორიგი ტალღის დასაწყისს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ხოლო საქართველოს მოსახლეობა ახალი ხელისუფლებისგან ხალხის სამსახურში ჩადგომას მოელოდა.