ავტორი:ედუარდ კოდუა
გამოცემის წელი:2001
გვერდების რაოდენობა, ფორმატი:293, A5
© ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
მოკლე აღწერა:წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა კულტურის გააზრების სიძნელეები, კულტუროლოგია, როგორც მეცნიერება, მოცემულია ძირითადი ცნებებისა და ტერმინების დეტალური განსაზღვრებები. ავტორი განიხილავს კულტურის სოციოლოგიის საგანს, ამოცანებსა და საწყისებს (პარსონსი და კულტურის სოციოლოგია), კულტურის კვლევის მეთოდოლოგიურ წანამძღვრებს, კულტურის გაგებათა ანალიზს, ახდენს კულტურის განსაზღვრებათა კლასიფიკაციას, საუბრობს კულტურისა და ცივილიზაციის ურთიერთმიმართებაზე და მოაქვს ცივილიზაციის ცნების თანამედროვე განსაზღვრებები; გარდა ამისა, განიხილავს, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის, კულტურისა და ადამიანის კრიზისის, კულტურისა და ღირებულების საკითხებს; ეხება ღირებულების ცნებას თანამედროვე სოციოლოგიასა და ფსიქოლოგისტურ სოციოლოგიაში, ახდენს ამ ცნების ანალიზს, განიხილავს ღირებულების ცნებას ფუნქციონალიზმის წინამორბედებთან; აღწერს ღირებულების ძირითად ნიშნებს, ერთი მხრივ, რელიგიის, კულტურისა და საზოგადოების და, მეორე მხრივ, კულტურის, იდეოლოგიისა და მსოფლმხედველობის ურთიერთმიმართების საკითხებს. ასევე, იძლევა იდეოლოგიის ცნებობრივ ანალიზს და განიხილავს მის მიმართებას მსოფლმხედველობასთან და მეცნიერებასთან.