ნილ მაკფარლეინი

საერთაშორისო ურთიერთობების ლესტერ ბ. პირსონის პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტი

BA დარტმუთის კოლეჯი; MA, MPhil, DPhil,ოქსფორდის უნივერსიტეტი; ასოცირებული მკვლევარი, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი; პოსტდოქტორალ მკვლევარი, ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტი; ასისტენტ და ასოცირებული პროფესორი, ვირჯინიის უნივერსიტეტი; დედოფლის უნივერსიტეტის პროფესორი.

ელ-ფოსტა: n.macfarlane@css.ge

თანამდებობა: პროგრამის დირექტორი: საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება; ცენტრის საბჭოს თავმჯდომარე 

ბიოგრაფია: პროფესორი მაკფარლეინი 1996 წელს აირჩიეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ლესტერ ბ. პირსონის პროფესორად. 2005-2010 წლებში იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროფ. მაკფარლეინი არის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის (ჩეტჰემ ჰაუსი) ასოცირებული მკვლევარი. ის არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ექსპერტი და გამოქვეყნებული აქვს რიგი ნაშრომებისა შემდეგ საკითხებზე: საბჭოთა/განვითარებადი მსოფლიოს ურთიერთობები, პოსტ-საბჭოთა უსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო ჩართულობა სამოქალაქო კონფლიქტებში, უსაფრთხოების ცნების განვითარებად მნიშვნელობა, საქართველოსა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე ცვლილებები. იგი იყო გაეროს განვითარების პროგრამის მრჩეველი საქართველოში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. 2010 წლის აგვისტოში გახდა თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი. 2011 წლის ოქტომბერში პროფ. მაკფარლეინს მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ სფეროებს: ყოფილი საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო უსაფრთხოება, საერთაშორისო ორგანიზაციები.