მარინე ჩიტაშვილი

(სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი 2003-2013 წლებში)

ელ-ფოსტა m.chitashvili@css.ge

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. 
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი [1999], ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი [1985], ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.

ბიოგრაფია: პროფესორი ჩიტაშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. იყო ღია საზოგადოების ფონდების უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ორი საგრანტო პროექტის დირექტორი: „სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” [2003-09 წწ.], „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე” [2009-2011.01.12] დირექტორი. ამჟამად ხელმძღვანელობს გამოყენებითი სოციალური კვლევების განვითარებას განათლების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით. 

თსუ დასრულების შემდეგ 1980-1990 წწ. მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად საქართელოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1990 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1990-1995 წლებში იყო რელიგიის ფსიქოლოგიის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი თსუ რელიგიის შესწავლის ცენტრში. 1995 წლიდან დღემდე არის თსუ აკადემიური პერსონალი, 1999 წლიდან თსუ სრული პროფესორი. 2003-2005 წწ. ხელმძღვანელობდა ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრას. 2005 წლის მარტ-ივლისში იყო თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის 2 წიგნისა და 80-ზე მეტი სტატიის ავტორი. 2007 წელს იყო ფულბრაიტის მკვლევარი სტენფორდის უნივერსიტეტში; 2006 – „DAAD”-ის მკვლევარი ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, მიუნხენი; აგრეთვე იყო ზაარლენდის უნივერსიტეტში მიწვეული მკვლევარი [2003; 2001]; 1995 წელს იყო მიწვეული მკვლევარი ლუნდის უნივერსიტეტში. 2011 წლიდან არის ვოლფსონის კოლეჯის მუდმივი მიწვეული მკვლევარი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი.

პროფესორი ჩიტაშვილი იყო სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი 2003-2013 წლებში. 2013 წლის სექტემბერში პროფესორი ჩიტაშვილი გადადგა თანამდებობიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დარგში ვიცე-რექტორის პოზიციაზე მისი კანდიდატურის დანიშვნასთან დაკავშირებით. 2014 წლიდან მარინე ჩიტაშვილი ხელმძღვანელობს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. მარინე ჩიტაშვილი კვლავაც თანამშრომლობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან ასოცირებული მკვლევარი სახით განათლების და განვითარების პროგრამის ფარგლებში