ენ ლონსდეილი

ენ ლონსდეილ (CBE, MA) 1996-2008 წლებში იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის ნიუ ჰოლის კოლეჯის (ამჟამად მიურეი ედუარდსის კოლეჯი) პრეზიდენტი. 1998-2003 წლებში იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის თანაშემწე, ხოლო 2008 წელს – ვიცე-კანცლერის მოადგილე. სწავლობდა კლასიკას და ჩინურ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ კი ასწავლიდა ჩინურ ლიტერატურას ოქსფორდის უნივერსიტეტში. მოგვიანებით ენ ლონსდეილი გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთბათა დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო 1993 წლიდან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენერალური მდივანი ბუდაპეშტში, პრაღასა და ვარშავაში. უნივერსიტეტის მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე მუშაობდა ევროპას, ამერიკას, ჩინეთს, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

ამჟამად ენ ლონსდეილი არის კემბრიჯის უნივერსიტეტის უმაღლესი აღმასრულებლის მოადგილე და ლტოლვილ აკადემიკოსთა დახმარების საბჭოს თავმჯდომარე (CARA) დიდ ბრიტანეთში. ის ასევე არის ვილნიუსის ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ნდობით აღჭურვილი პირი (2004 წელს პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ მინსკში არსებული იმავე უნივერსიტეტის დახურვის შემდეგ), და ნაზარბაევის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროვოსტი, ყაზახეთი.

2012-2014 წლებშიენ ლონსდეილი იყო სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2014 წლიდან არის ცენტრის საბჭოს წევრი.