ლელა ჯავახიშვილი

უმცროსი მკვლევარი

ელ-ფოსტა: l.javakhishvili@css.ge

ბიოგრაფია: ლელა ჯავახიშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2018 წლის ოქტომბრიდან თანამშრომლობს. ლელას აქვს კვლევით პროექტებში მონაწილეობის ოთხ წლიანი გამოცდილება. მათგან აღსანიშნავია, კვლევის ასისტენტობა ექსპერიმენტული მიდგომის გამოყენებისას World Vision Georgia-სა და მედია მონიტორინგის ასისტენტობა Heinrich Boell Foundation-ის პროექტში. ამავდროულად, ლელას აქვს  გამოცდილება ინტერვიუსა და ფოკუს-ჯგუფის ჩატარებაში. ამ კუთხით, ის მუშაობდა ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა: IPM, Green Box, ISSA, DVV International, Education and Research Association of Politics, We Research, თსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი და იუსტიციის სახლის კვლევითი დეპარტამენტი.  ლელას პუბლიკაციები მოიცავს კვლევით ნაშრომს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ ქალთა საჭიროებების შესახებ, რომელიც შესრულებულია ქართველ მუსლიმთა კავშირთან და TDI-სთან პარტნიორობით, ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რომელიც რუსთავის მერიის დაკვეთით ჩატარდა. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულებაზე. 2020 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში, თსუ.