ჩვენ შესახებ

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდული პირი, დაარსდა 2003 წლის ნოემბერში, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის (SSSP 2000-2003) საქმიანობასა და რესურსებზე დაყრდნობით.

2003-2013 ცენტრი იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ქსელური ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში. იგი მიზნად ისახავდა, მოემზადებინა სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული მაღალკვალიფიციური მკვლევარებისა და პრაქტიკოსების ახალი თაობა და ამ გზით, ხელი შეეწყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის.

2012 წელს ცენტრმა ხელახლა განსაზღვრა თავისი მისია და საგანმანათლებლო საქმიანობას დაუმატა კიდევ ერთი ამოცანა – მტკიცებულებებზე დაფუძნებული აკადემიური და გამოყენებითი კვლევები საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების, ევროინტეგრაციის, განათლების, გენდერის კვლევისა და ქალთა გაძლიერების და სხვა მიმართულებებით.

ამჟამად ცენტრი შედგება ოთხი კვლევითი განყოფილებისგან: საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, ევროკავშირში ინტეგრაცია, გენდერის კვლევები და განათლება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცენტრის მისია შემდეგნაირად განისაზღვრა: ხელი შევუწყოთ კრეატიული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევის განვითარებას სოციალური მეცნიერებების მიმართულებით საქართველოში, რაც ღირებულების მომტანი იქნება საზოგადოებისთვის.

ცენტრის ამოცანებია:

  • უზრუნველყოს სოციალურ მეცნიერებებში ფაქტებზე დაფუძნებული კრეატიული და თანმიმდევრული კვლევების განხორციელება და ანალიზი საქართველოში; 
  • უზრუნველყოს კვლევის სანდო შედეგების მიღება, რომელიც საქართველოს მდგრად ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებას ემსახურება; 
  • ხელი შეუწყოს ქართული სოციალური მეცნიერების ინტერნაციონალიზაციასა და ინტეგრაციას სოციალურ მეცნიერებათა გლობალურ ქსელში.