ახალი ამბების არქივი

კვლევის შედეგების პრეზენტაცია „ბოლონიის პროცესის შეფასება საქართველოში: ძირითადი მიღწევები და გამოწვევები"

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი გიწვევთ კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე 

„ბოლონიის პროცესის შეფასება საქართველოში: ძირითადი მიღწევები და გამოწვევები"

თარიღი: 25 იანვარი, 2017 წ., 18:00 სთ.
ადგილი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისი 
მისამართი: ქ. თბილისი, ჭოველიძის ქ. 10ა.
პრეზენტაციის ენა: ქართული 
დასწრება: თავისუფალი

პროექტი განხორციელდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" უმაღლესი განათლების პროგრამის დაფინანსებით 2015-2016 წლებში. 

პროექტი ჩატარდა თბილისის სამ სახელმწიფო (თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და სამ კერძო უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) და მიზნად ისახავდა იმის შეფასებას, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს უნივერსიტეტებში ბოლონიის პროცესში გაწევრიანებიდან ათი წლის თავზე; რამდენად შეუწყო ხელი ბოლონიის პროცესის რეფორმების დანერგვამ სწავლებისა და კვლევის განვითარებას საქართველოში; და ზოგადად, რამდენად შეძლო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემამ, ფეხი აეწყო ევროპაში მიმდინარე პროცესებისთვის და დაენერგა ის რეფორმები, რომლებსაც ბოლონიის მონაწილე ქვეყნები ნერგავდნენ ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში მომზადებული პუბლიკაცია სახელწოდებით „ბოლონიის პროცესის შეფასება საქართველოში: ძირითადი მიღწევები და გამოწვევები."