დოქტორანტები

ნიკოლოზ ჯაში

ნიკოლოზ ჯაშმა 1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტის დიპლომით (საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები) და აქტიურად ჩაერთო საქართველოს ახალი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, კერძოდ ახალ სამოქალაქო კოდექსზე მუშაობაში. როგორც იურისტს მას გააჩნია საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების გაანალიზების მნიშვნელოვანი გამოცდილება. მას ეჭირა ევროკავშირის სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში. 2007 წელს მან მოიპოვა გრანტი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრიდან და ჩაატარა კვლევა ნათესაური მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებზე. ნიკოლოზი იყო ტრასეკას იურიდიული მრჩეველი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის იურისტი. საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაში გენდერულ კვლევებზე ნიკოლოზი ჩართულია 2010 წლიდან. მისი თემა შეეხება სურსათსა და გენდერს. მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


სადოქტორო თეზისის აბსტრაქტი

ნიკოლოზ ჯაშის სადოქტორო თეზისის სათაურია "სიმინდის წარმოებასთან დაკავშირებული სოციალური და გენდერული ურთიერთობები საქართველოში". ეს კვლევა არის სიმინდის (Zea mays) შესახებ, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად სასურსათო მარცვლოვან ნედლეულს დღევანდელ საქართველოში. სიმინდის მოყვანა სოფლად დასაქმების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. სიმინდი ასევე ქმნის სასურსათო უსაფრთხოების ფონს ქვეყანაში. სიმინდი გამოიყენება შინაური ფრინველის და ღორების საკვებად. ამ უკანასკნელთა რიტუალური დაკვლა ხორციელდება ახალ წლებზე. სიმინდის წარმოებაზე დახარჯული შრომა მოიცავს საოჯახო მეურნეობაში აუნაზღაურებად შრომასაც. ქალებს გააჩნიათ კრიტიკული როლი სიმინდის მოყვანის, მოსავლის აღების, დისტრიბუციის, მისგან საჭმლის მომზადების და მოხმარების საქმეში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სიმინდთან დაკავშირებული სოციალური ურთიერთობებმა სახეცვლილება განიცადა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტრანსფომაციასთან ერთად, და, რომ ამ ახალ სოციალურ ურთიერთობებს გააჩნია მნიშვნელოვანი გენდერული იმპლიკაციები საოჯახო და სათემო დონეებზე.