მენეჯმენტი

თამარ ხუნწარია

აღმასრულებელი დირექტორი (2015)

ელ-ფოსტა: t.khuntsaria@css.ge

ბიოგრაფია: თამარ ხუნწარია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2008 წლიდან თანამშრომლობს. იგი არის ედმუნდ მასკის სამაგისტრო (Edmund Muskie Fellow), ღია საზოგაოების ინსტიტუტისა (OSI) და ჩივნინგის (Chevening) პროგრამების სტიპენდიანტი. ფლობს სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხს, ბოულინგ გრინის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ) და სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს ევროკავშირის პოლიტიკაში, ედინბურგის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). თამარმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ევროკავშირის როლი საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის აკადემიური ხარისხი. თამარს აქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოში ხელმძღვანელობდა განათლების, მედიის და კომუნიკაციების რეფორმების პროგრამებს. იგი ასევე იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსი. 2008-2014 წლებში იყო საქართველოში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი. 2015 წლიდან არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.