საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო

როლანდ დენროიტერი

როლანდ დენროიტერი არის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების საერთაშორისო მრჩეველი. სხვადასხვა დროს იყო ედინბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, უსაფრთხოების პოლიტიკის ჟენევის ცენტრის წევრი, და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ სფეროებს: უსაფრთხოების კვლევები და საერთაშორისო ურთოერთობები, რეგიონალური კონცენტრაცია - რუსეთზე; ცენტრალური აზია და ახლო აღმოსავლეთი; ისტორიული სოციოლოგია საერთაშორისო ურთიერთობებში. ამჟამად ატარებს კვლევას ენერგო-უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ენერგო პოლიტიკის შესახებ, განსაკუთრებული აქცენტი - ჩინეთის საერთაშორისო ენერგო სტრატეგია და მისი სამომავლო დინამიკა. ის ასევე მუშაობს რუსეთის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ჩრდილოეთ კავკასიასა და ზოგადად მუსულმანურ სამყაროსთან მიმართებაში. როლანდ დენროიტერის პუბლიკაციათა შორისაა: International Security: The Contemporary Agenda (2nd edition; forthcoming 2013);Global Resources: Conflict and Cooperation (forthcoming 2013) edited with Wojciech Ostrowski; China, Oil and Global Politics(Routledge, 2011) co-authored with Philip Andrews-Speed; Russia and Islam: State, Society and Radicalism (Routledge, 2010) co-edited with Luke March; ‘Russia and the Middle East: A Cold War Paradigm?‘, Europe-Asia Studies, 64:3, 2012: 543-560 ‘China and Global Oil: Vulnerability and Opportunity', International Affairs, 87:6, 2011: 1345-1364; ‘Understanding the Middle East Peace Process: An Historical Institutionalist Approach‘, European Journal of International Relations, 17:2, 2011, pp. 187-208; ‘Islamic Radicalisation in Russia: An Assessment', International Affairs, 86:1, 2010.