საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები

სადოქტორო პროგრამების მიმოხილვა
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების მიზანს წარმოადგენს ახალი თაობის მეცნიერების მომზადება სოციალურ მეცნიერებებში, რომლებსაც შეეძლებათ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება საუნივერსიტეტო განათლების ყველა დონეზე, შეეძლებათ ახალი ცოდნის გენერირება, გახდებიან საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის წევრები და ხელს შეუწყობენ საკუთარი სპეციალობის ფარგლებში განათლების განვითარებას.
ორივე სადოქტორო პროგრამის სასწავლო კურიკულუმს აქვს სამი ძირითადი მიზანი: მხარი დაუჭიროს და გაამდიდროს სტუდენტების სადოქტორო კვლევა; გააღრმავოს სტუდენტების ცოდნა დისციპლინაში; გააძლიეროს სტუდენტების უნარები, როგორც აკადემიური სპეციალისტების. კურიკულუმებს აქვთ სამი ძირითადი მიმართულება: არსებითი, მეთოდოლოგიური, და მზადება აკადემიური პრაქტიკისთვის.

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში

საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო კურიკულუმს აქვს სამი ძირითადი მიზანი: მხარი დაუჭიროს და გაამდიდროს სტუდენტების სადოქტორო კვლევა; გააღრმავოს სტუდენტების ცოდნა დისციპლინაში; გააძლიეროს სტუდენტების უნარები, როგორც აკადემიური სპეციალისტების. კურიკულუმს აქვს სამი მიმართულება: არსებითი, მეთოდოლოგიური, და მზადება აკადემიური პრაქტიკისთვის. იგულისხმება, რომ სტუდენტები მიიღებენ სათანადო მეთოდოლოგიურ ტრენინგს ციკლის პირველდ ა მეორე ეტაპზე. როგორც წესი, მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოადგენს პრერეკვიზიტს სადოქტორო პროგრამაზე მისაღებად.

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა გენდერის კვლევაში

სადოქტორო პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტუდენტებს შესტავაზოს ტრენინგ კვლევის მეთოდებში, რომელიც აუცილბელია განათლების მისაღებად აღნიშნულ სფეროში; ასევე უხელმძღვანელოს სადოქტორო ნაშრომებზე მუშაობას კურსის დასრულებამდე. პროფესორი ჯოანა რეგულსკა, რატგერსის უნივერსიტეტი საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი და ქალთა საკითხების კვლევის პროგრამის პროფესორი (აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიანტი გენდერის კვლევაში 2005 წლიდან), ჩართულია საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაში მოწვეული პროფესორის სტატუსით. გარდა საზღვრაგარეთის ქვეყნებისდან მოწვეული პროფესორებისა, სადოქტორო პროგრამა გულისხმობს სტუდენტების ჩართვას უცხორ უნივერსიტეტებში ჩატარებულ ტრენინგებში და სხვადასხვა ინსტიტუტების მკვლევარების თანა-ხელმძღვანელობას. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი თანამშრომლობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენდერის კვლევის დეპარტამენტთან და 2006 წლიდან მონაწილეობას იღებს უმაღლესი განათლების პროგრამის (HESP) პროექტში გენდერის კვლევის პროგრამების განვითარება. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროგრამის "გრანტები აკადემიური პერსონალის მობილურობისთვის" გამოყენება შესაძლებელია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ვიზიტების დასაგეგმად სადოქტორო პროგრამის სტუდენტებთან მათ ტეზისებზე მუშაობისა და სწავლებისთვის. გენდერის კვლევის კურიკულუმით გათვალისწინებულ სხვა კურსებს წაიკითხავს სამაგისტრო პროგრმის "გენდერის კვლევის" აკადემიური პერსონალი.