თანამშრომლები

ასოცირებული მკვლევარი

ელ-ფოსტა: b.arutinov@css.ge

ბიოგრაფია: ლუიზა (ბელა) არუთინოვი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი (2005 წლიდან). 1989 წელს მიიღო სოციალური ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1997-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2004-2012 წლებში იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის მთავარი სპეციალისტი. არის 30 პუბლიკაციის ავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი სამეცნიერო პროექტის განხორციელებაში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობის 2012 წლის ზაფხულიდან გამოყენებითი სოციალური კვლევების პროგრამის ასოცირებული მკვლევარის რანგში.