პუბლიკაციები

ახალი მთავრობის სოციალური პროგრამა - ყველაზე მოწყვლადები ისევ ყურადღების მიღმა?

დიმიტრი გუგუშვილი, იანვარი 2013

ჩამოტვირთვა

 

აბსტრაქტი

არჩევნებში გამარჯვებისთანავე საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, რომლებიც სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებას ისახავენ მიზნად. ეს ინიციატივები მოიცავენ პენსიების ზრდას, მიზნობრივი სოციალური დახმარების გაორმაგებას, დაბალი შემოსავლის მქონე დასაქმებულთათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, შრომის კანონმდებლობის გაძლიერებასა და სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტის შემოღებას. წინამდებარე დოკუმენტში საქსტატის მიერ ჩატარებული შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის მონაცემების გამოყენებით, ჩვენ ვახდენთ პროგნოზირებას იმისას, თუ რა ეფექტი ექნება გაზრდილ სოციალურ ტრანსფერებს. კვლევა აჩვენებს, რომ გაზრდილი სოციალური ტრანსფერები მნიშვნელოვნად შეამცირებენ სიღარიბეს, მაგრამ ღარიბი ოჯახების მესამედის მდგომარეობა არ შეიცვლება, რადგან ამჟამად ისინი სოციალური დაცვის სისტემის მიღმა არიან დარჩენილნი. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენ ვთავაზობთ კეთილდღეობის შეფასების ალტერნატიულ მეთოდს, რომლითაც ოჯახის მიერ დახმარების მიღებას განსაზღვრავს არა ხანგრძლივი მოხმარების ნივთების მიხედვით განსაზღვრული ჰიპოთეტური კეთილდღეობის ქულა, არამედ მისი საშემოსავლო პოტენციალი და არსებული საჭიროებები.