თანამშრომლები

მარიამი ამაშუკელი

უმცროსი მკვლევარი

ელ-ფოსტა: m.amashukeli@css.ge

ბიოგრაფია: მარიამ ამაშუკელი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. ის ფლობს ბაკალავრის დიპლომს სოციოლოგიაში (2005-2009, თსუ) და მაგისტრის დიპლომს ანთროპოლოგია-ინტერდისციპლინურ კვლევაში (2009-2011, თსუ).

მარიამმა პროფესიული გამოცდილების მიღება საუნივერსტეტო სწავლების მეორე კურსიდან დაიწყო. პირველად, ის ინტერვიუერად მუშაობდა სოციალური და მარკეტინგული კვლევების ცენტრში „ACT GROUP" (2007); 2010 წელს კი „ACT GROUP"-ის ანალიტიკურმა განყოფილებამ მარიამი სტაჟირების სამთვიანი პროგრამისთვის შეარჩია.

2007 წლის ზაფხულში მარიამმა ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის მოკლევადიან გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და გაემგზავრა ლიტვაში (ვილნიუსი). ამავე წლის შემოდგომაზე ის EVS-ის (ევროპის მოხალისეობრივი სერვისი) საერთაშორისო სემინარს დაესწრო სომხეთში (ერევანი).
კვლევის ასისტენტის როლში მარიამი მონაწილეობდა ქართული ახალგაზრდული კულტურის კვლევასა (2008) და სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევითი სფეროს შეფასებაში (2009).

2011-2012 წლებში მარიამი მუშაობდა პროექტის ასისტენტად ქალთა საკონსულტაციო ცენტრში „სახლი".

2011 წლის ზაფხულში მარიამმა საინიციატივო ჯგუფი „სოციალური ცვლილებების მხარდამჭერი ახალგაზრდები საქართველოში" ჩამოაყალიბა, ხოლო 2011 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს - „გენდერული ძალადობა, როგორც სოციალური პრობლემა". პროექტის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფი ორიენტირებულია გენდერული თანასწორობის მიმართ ახალგაზრდული დისკურსის გაძლიერებაზე. 2011 წლის ზამთარში მარიამმა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად „კულტურული კაპიტალის კვლევის კლუბი" ჩამოაყალიბა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.