პუბლიკაციები

ვინ ირჩევს და ვინ ხვდება პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში? გეოგრაფიული უთანასწორობა აბიტურიენტთა ცენტრალიზებული სელექციის სისტემის პირობებში

მაია ჩანქსელიანი, სექტემბერი 2012

ჩამოტვირთვა

 

აბსტრაქტი:

სტატიაში განხილულია საქართველოში აბიტურიენტთა გეოგრაფიული წარმოშობის, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პირველ არჩევნად დასახელებისა და კონკრეტულ უნივერსიტეტებში მოხვედრის ურთიერთდამოკიდებულება. წინამდებარე კვლევა ეფუძნება რაოდენობრივ მონაცემებს დაახლოებით 118 000 აბიტურიენტზე, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდნენ 2006-2009 წლებში.  კვლევაში ასევე გამოყენებულია განათლების სისტემაში მომუშავე მაღალჩინოსნებთან და სოფლის მაცხოვრებლებთან ინტერვიუების  საშუალებით შეგროვებული მასალა.