სამომავლო გეგმები

ქართულ-აზერბაჯანული ურთიერთობები: პოლიტიკური კაპიტალი და რეგიონული დინამიკა. ახალგაზრდა პროფესიონალთა და ექსპერტთა ფორუმი: საქართველო და აზერბაიჯანი

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა, ახორციელებს პროექტს: „ქართულ-აზერბაჯანული ურთიერთობები: პოლიტიკური კაპიტალი და რეგიონული დინამიკა - ახალგაზრდა პროფესიონალთა და ექსპერტთა ფორუმი: საქართველო და აზერბაიჯანი”. რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები, საქართველოში აზერბაიჯანელი და ქართველი ექსპერტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების მონაწილეობით. 

 

 

ფორუმი ფოკუსირდება ოთხ ძირითადად თემაზე. ესენია:

 

1.ეკონომიკური თანამშრომლობის მომავალი: ენერგო უსაფრთხოება და სავაჭრო ურთიერთობები.  

 

2.რეგიონალური პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები: გამოწვევები ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობისთვის

3.უმუშევრობა საქართველოსა და აზერბაიჯანში, სოციო-კულტურული და გენდერული ფაქტორები.

4.რელიგიური ექსტრემიზმი თანამედროვე საქართველოსა და აზერბაიჯანში.

 

მონაწილეობის მიზნით ვიწვევთ, ახალგზარდა მკვლევარებს, პროფესიონალებს შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით ასევე დოქტორანტურის და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული თემებით და ასევე კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. პირველი შეხვედრა გაიმართება 14 მაისს, 2017 წელს თბილისში, საქართველოში.

სამუშაო პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე, შეხვედრის შემდეგ კი სტუდენტები ორ კაციან ჯგუფებად დაიყოფიან და მათი სურვილისამებრ იმუშავებენ ფორუმის ერთ-ერთ თემატიკაზე, შესაბამისი მენტორი უზრუნველყოფს პროცესის წარმატებით დასრულებას. ფინალური შეხვედრა გაიმართება 7-9 ივლისს, 2017 წელს. სადაც სტუდენტები წარადგენენ მათ მიერ მომზადებულ ნაშრომებს. 

 

 

პროექტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ორგანიზატორები დაფარავენ.
ღონისძიება დაფინანსებული ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მიერ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი  CV ინგლისურ ენაზე და სამოტივაციო წერილი. შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: expertforum@css.ge  წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ გვარი და სტატუსი/პროფესია. აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო თარიღია 28 აპრილი, 2017 წელი.