კონფერენციები

მე-8 ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გენდერის კვლევაში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა ერთობლივ მე-8 ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გენდერის კვლევაში:

"ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში და ქალთა უფლებების პოლიტიკა"

კონფერენცია გაიმართა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრის (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) ჩათვლით აღინიშნება. კონფერენციამ საშუალება მისცა დაინტერესებულ მკლევრებს წარმოედგინათ საკუთარი ნაშრომები, როგორც ქალთა პოლიტიკური ჩართულობისა და აქტივიზმის შესახებ, ისე ქალთა უფლებების პოლიტიკის საკითხებზე, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, სხვადასხვა ეპოქასა და კონტექსტში. ქალთა ჩრთულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში წარმოადგენდა პირველი ტალღის ფემინისტთა ბრძოლის უმთავრეს მოთხოვნას XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, იმისათვის, რომ ქალებს ეცხოვრათ იმ კანონებით და ისეთ საზოგადოებებში, რომლის შექმნასა და მართვაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებდნენ. ეს ბრძოლა დაგვირგვინდა პოლიტიკური უფლებების მიღებით, მაგრამ უმეტეს საზოგადოებებში შედეგად არ მოიტანა ძალაუფლების იმგვარი გადანაწილება სქესებს შორის, რომელიც უფრო თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი გახდებოდა, შესაბამისად ქალთა უფლებების პოლიტიკა ისევ მართულია პატრიარქალური ინტერესების გამტარი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემებით და კულტურული წარმოდგენებით, რომლებიცამყარებს/ინარჩუნებს ძალაუფლების უთნასწორო გადანაწილებას გენდერული ნიშნით.

კონფერენციის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016

კონფერენციის ადგილი: თსუ I კორპუსი

კონფერენციის ენა: ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანით)