კონფერენციები

მე-5 ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტი მართავს ერთობლივ მე-5 ყოველწლიურ კონფერენციას გენდერის კვლევაში:

"გენდერული იდენტობები, დამოკიდებულებები და აღქმა"

კონფერენცია გაიმართება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში; ასევე ეძღვნება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის 10 წლის იუბილეს. კონფერენცია მიზნად ისახავს მოიწვიოს საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთი კვლევების შედეგებს გენდერის ზეგავლენაზე იდენტობების ფორმირების პროცესში, ასევე დამოკიდებულებებისა და აღქმების ჩამოყალიბებისას. გენდერის მნიშვნელობაზე იმ შეხედულებებსა და პრაქტიკებთან მიმართებაში, რომლებიც ინარჩუნებენ დისკრიმინაციას და განაპირობებენ ქალთა სხვადასხვა ჯგუფებისა თუ ლგბტ ადამიანების უფლებების შელახვას და შესაბამისად ხელს უშლიან გენდერული უთანასწორობების აღმოფხვრას.

კონფერენციის თარიღი: 14 ნოემბერი, 2013 
კონფერენციის ადგილი: თსუ I კორპუსი, ოთახი #101
კონფერენციის ენა: ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანით)

პრესრელიზი

კონფერენციის პროგრამა:

მაია ბარქაია, გამოწვევები საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად

რუსუდან კერვალიშვილი, ქალთა ჩართულობა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში (საქართველო)

ლელა გაფრინდაშვილი, ქალი აქტორი, აქტიორი და ავტორი

გვანცა ჯიბლაძე, ნანა ჭაბუკიანი, ნათია უბილავა, საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონის ანალიზი, ppt

ანა გუნია, სოციალური სტიგმით გამოწვეული სტრესის გავლენა თბილისში მცხოვრებ ლესბოსელებზე, ppt

ლანდა ლურსმანაშვილი, ზურაბ ალხანიშვილი, ნინო გვასალია, ირმა ბაკურაძე, გენდერული სტერეოტიპების გავლენის კვლევა სტომატოლოგიაში

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: genderequality@css.ge