ანგარიშები

14-16 წლის მოზარდების გენდერული წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების კვლევა

2013

ავტორები: ნანი ბენდელიანი, მარიამ ამაშუკელი

ჩამოტვირთეთ ანგარიში.

აბსტრაქტი

გენდერული უთანასწორობა საქართველოში მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენს. გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გენდერული სტერეოტიპების თაობიდან თაობაზე უწყვეტად გადაცემაა. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა დაეფუძნა 14-16 წლის სკოლის მოსწავლეების გენდერული დამოკიდებულებების შესწავლას და გენდერის საკითხებზე დისკუსიის ანალიზს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისის 2 კერძო სკოლის 64 მოსწავლემ. წარმოდგენილი კვლევა არ არის რეპრეზენტატიული, თუმცა, მოზარდების გენდერული დამოკიდებულებების შესახებ საქართველოში მწირი კვლევების არსებობის პირობებში, გამოვლენილი ტენდენციები მეტად საყურადღებო ინფორმაციას წარმოადგენს.

კვლევის შედეგების მიხედვით, 14-16 წლის მოზარდებს შორის გენდერულად განპირობებული შეხედულებები დომინირებს. სკოლებში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გენდერული თანასწრობა მიიჩნევა, როგორც მისაღები და სასურველი მოვლენა, თუმცა, ოჯახში ძალაუფლების გადანაწილებასთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ტრადიციულ დამოკიდებულებებს უპირატესობა ენიჭება. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლებში დანერგილი სამოქალაქო განათლების პროგრამა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მოსწავლეების ინფორმირებას არ უზრუნველყოფს, ანგარიშში აღნიშნული კვლევის შედეგების გავრცელდება ყველა შემდგომ თაობაზე უნდა ვივარაუდოთ. აქედან გამომდინარე, გენდერული უთანასწორობა საქართველოში სისტემურ სოციალურ პრობლემად რჩება.

წინამდებარე კვლევა განხორციელდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ 2013 წელს Westminster Foundation for Democracy (WFD) ფინანსური მხარდაჭერით.