“საჯარო სკოლაში შიდა კონტროლის მექანიზმები და მართვის სტილი საქართველოში”

თამარ მოსიაშვილი, სექტემბერი 2012

საქართველოში განხორციელებული განათლების სისტემის რეფორმის ვექტორის ხშირმა ცვლამ გაზარდა სკოლების ცენტრალიზაციის პროცესი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის შედეგად გაძლიერდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლი სკოლის მართვის პროცესში. მინისტრის მიერ გამოცემულმა ბრძანებებმა , დირექტორის სტანდარტის, მასწავლებლისა და მოსწავლის ეთიკის სტანდარტის დამტკიცებამ , 2010 წლის აგვისტო- სექტემბერში საქართველოს საჯარო სკოლებმა განაახლეს სკოლის შინაგანაწესი. სკოლის შინაგანაწესებმა ასახა სისტემის მართვაში შესული ცვლილებები. რამაც საბოლოო ჯამში ნულოვანი ტოლერანტობის ტენდენციების გაძლიერებას შეუწყო ხელი. სკოლის დისციპლინური მართვის პროცედურები გაძლიერდა, სკოლის შინაგანაწესებმა განსაზღვრა ხისტი სადამსჯელო ზომები დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებით, თუმცა დისციპლინური გადაცდომების ზუსტი აღწერა შემუშავებულ შინაგანაწესებში არ ჩანს. ამ ნაშრომში შესწავლილია საქართველოს საჯარო სკოლის შინაგანაწესები, რომლითაც განისაზღვრება სკოლის მართვის სტილი და კონტროლის მექანიზმები. ნაშრომში ნაჩვენებია განათლების პოლიტიკის სიტემური, კერძოდ დისციპლინური მართვის სისტემის რეფორმირების საჭიროება.