ავტორი:ზურაბ დავითაშვილი
გამოცემის წელი:2003
გვერდების რაოდენობა, ფორმატი:445, A5
© ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
მოკლე აღწერა:წიგნი განკუთვნილია უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სპეციალობის მაგისტრანტებისთვის. მასში მოცემულია ის ძირითადი საკითხები, მიდგომები და თეორიები, რომლებიც თანამედროვეობის ორი უმნიშვნელოვანესი ფენომენის – ნაციონალიზმისა და გლობალიზაციის – არსის, თავისებურებებისა და მათ ურთიერთდამოკიდებულების შესახებ არის შემუშავებული მეცნიერებაში. წიგნში განხილული საკითხები დაყოფილია თორმეტ თემად. ეს თემებია: ძირითადი ცნებები: ერი, სახელმწიფო; ნაციონალიზმის არსი და ტიპოლოგია; ნაციონალიზმის თეორიები; ნაციონალიზმი და საერთაშორისო ურთიერთობები; გლობალიზაცია – დეფინიცია და არსი; გლობალიზაცია და სახელმწიფო; ეკონომიკური გლობალიზაცია; გლობალიზაცია, საერთაშორისო სისტემა და მსოფლიო წესრიგი; ნაციონალიზმი გლობალიზაციის ეპოქაში; ნაციონალიზმი და გლობალიზაცია: მომავლის პერსპექტივები და ნაციონალიზმი და ეთნოკონფლიქტები თანამედროვე საქართველოში.