ავტორები: მარიამ ამაშუკელი, დიანა ლეჟავა, ნინო გუგუშვილი
დაფინანსება: წიგნი მომზადებული და გამოცემულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.
© სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2017
აბსტრაქტიწინამდებარე კვლევა ეხება განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირს საქართველოში და მოიცავს სამ ძირითად საკითხს: განათლების ინდივიდუალური ამონაგები (ფინანსური სარგებელი), განათლების შესაბამისობა დასაქმების ბაზართან და შრომითი კმაყოფილება. პუბლიკაციაში წარმოდგენილი მონაცემთა ანალიზი ეფუძნება სოციალურ მეცნიერებთა ცენტრის მიერ 2016 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ რაოდენობრივ კვლევას. ასევე, გამოყენებულია მსოფლიო ბანკის საქართველოს 2013 წლის სტატისტიკურ მონაცემთა ბაზაც. ნაშრომის სტრუქტურა თანმიმდევრულად მიჰყვება ზემოთ ჩამოთვლით საკითხებს, რომელსაც აქტიურად სწავლობს განათლების ეკონომიკა თანამედროვე მსოფლიოში. ვინაიდან, წინამდებარე ანგარიშის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირის რეალური სურათის ჩვენება, ვფიქრობთ, მიღებული შედეგების გათვალისწინება თავის პოზიტიურ წვლილს შეიტანს უმაღლესი განათლების ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკის განვითარებაში.